გვანდრა

გვანდრა, უღელტეხილი აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2950 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით და კრისტ. ფიქლებით. მოქცეულია თოვლისა და მყინვარების ზონაში. საცალფეხო ბილიკით აფხაზეთს აკავშირებს ყარაჩაი-ჩერქეზეთთან.