დუმასტური

დუმასტური, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის ზემო ხალაწნის თემში (კახეთის მხარე), მდ. ალაზნის მარცხ. მხარეს. ზ. დ. 680 მ, ახმეტიდან 24 კმ. 231 მცხ. (2002).

სოფელი ისტ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. XX ს. დასაწყისში აქ ოსი მოახალშენენი ჩამოსახლდნენ. დ-ის მახლობლად შემორჩენილია ფეოდ. ხანის თავდაცვითი კომპლექსის (კოშკი, გალავანი და მთავარანგელოზის ეკლესია) ნანგრევები.

სოფლის დას-ით დგას დარბაზული ეკლესია, რ-იც თითქმის მთლიანად დანგრეულია. შემორჩენილია საკურთხევლის ნაშთი და ჩრდ. კედლის მცირე ნაწილი. ეკლესიას სამხრ-იდან და ჩრდ-იდან გვიანდელი მინაშენები ეკვროდა. ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ ჩრდ. მინაშენი.

სოფლის აღმ-ით 400 მ-ზე მდებარეობს მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი.

დ. მუსხელიშვილი