გარსევანიშვილი ალექსანდრე სიმონის ძე

გარსევანიშვილი ალექსანდრე სიმონის ძე (1831–1913, გორი), მწერალი.

სწავლობდა თბილ. გიმნაზიაში (40–50-იან წწ.) წერილებს აქვეყნებდა რელიგ. მოღვაწეთა ცხოვრებასა და ისტ. თემაზე („აღწერა სტამბოლის აღებისა ოსმალებისა ანუ თურქებისაგან“, „უკანასკნელი დაქცევა წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა“ და სხვ.). აღწერილი აქვს გორიც. თანამშრომლობდა ჟურნალებთან: „ცისკარი“ (1866–71), „საქართველოს სასულიერო მახარებელი“ (1868), „გუთნის დედა“ (1865–67). ამ უკანასკნელში დაბეჭდილი აქვს წერილი შინაური პირუტყვის მოვლასა და მკურნალობაზე. მისი ორმოქმედებიანი კომედია „ცოლები დავკარგეთ“ (გამოიცა 1880) 80-იან წლებში იდგმებოდა თბილ. და სოფლის სცენებზე.

ს.ხუციშვილი