გერმანე

გერმანე, დავითგარეჯის მონასტრის არქიმანდრიტი 1769–81, თბილისის მიტროპოლიტი 1781-იდან XVIII ს. მიწურულამდე, ქართლის სამეფო კართან დაახლოებული პირი. მიტროპოლიტობის დროს იყო დიკასტერიის (საკათოლიკოსოსთან არსებული ადმ.-სასამართლო ორგანო) წევრი.

ლიტ.: ლომინაძე ბ., ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, [ტ.] 1, თბ., 1966.

ბ. ლომინაძე