გერმანე

გერმანე (წულუკიძე), დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი XVIII ს. 40-იან წლებში, იმერეთის სამეფო კართან დაახლოებული და გავლენიანი მსხვილი ფეოდალური სახლის წევრი.

ხანმოკლე მმართველობის შემდეგ გადადგა, ბოლოს ნიკორწმინდის ეპისკოპოსი იყო მიტროპოლიტის წოდებით.

ლიტ.: ლომინაძე ბ., მასალები დასავლეთ საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის», 1954, ნაკვ. 31; საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, რედ, რ. მეტრეველი, თბ., 2000.

ბ. ლომინაძე