დუმასუბანი, ისტორიული სოფელი კახეთში. მოიხსენიება კახეთის მეფე ალექსანდრე II-ის მიერ სვეტიცხოვლის მამულების მფლობელობის განახლების წიგნში (1579), ვარცასა და შენოანთუბნის გვერდით.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 2, თბ., 1965.
ზ. ცინცაძე