„განათლება“, ერთ-ერთი დიდი გამომცემლობა საქართველოში, რ-იც უმთავრესად სასწავლო ლიტ-რას გამოსცემს.
„გ.“ დაარსდა თბილისში 1957 საუწყებო გამომცემლობათა („ტექნიკა და შრომა“, „სახელგამის“ სასწავლო ლიტ-რის სექტორი) ბაზაზე. 1963 მას შეუერთდა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტისა და სას.-სამ. ინ-ტის გამომცემლობები. ამჟამად „გ-ში“ 10 დარგობრივი რედაქციაა. ძირითადად გამოსცემდა სახელმძღვანელოებსა და დამხმარე სახელმძღვანელოებს საშ. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებისათვის, უმაღლესი, საშ. სპეც. და პროფტექ. სასწავლებლებისათვის, პედ. და მეთოდ. ლიტ-რას მასწავლებლებისა და მშობლებისათვის, ლექსიკონებს, წიგნებსა და თვალსაჩინოებას სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის, კლასგარეშე საკითხავ ლიტერატურას.
სახელმძღვანელოები იბეჭდებოდა ქართ., რუს., სომხ., აზერბ., ინგლ., გერმ., ფრანგ., ბერძნ., არაბ., თურქ. და სპარს. ენებზე. „გ.“ უშვედა სერიულ გამოცემებს: „ყველა პროფესია კარგია“, „ფიზკულტურა, სპორტი, ჯანმრთელობა“, „ოჯახი და სკოლა“, „გამოცდილება, პრობლემა, აღმოჩენა“, „მასწავლებლის ბიბლიოთეკა“, „სასკოლო ბიბლიოთეკა“, „გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრება“.
1990-მდე გამომცემლობა ყოველწლიურად საშუალოდ გამოსცემდა 320–350 დასახელების წიგნს 5 მლნ-მდე ტირაჟით.
ვ. პაიკიძე