„განათლება“

„განათლება“, ყოველთვიური სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალი.

გამოდიოდა თბილისში 1919–20. აღმ. საქართვ., შემდგომ სრულიად საქართვ. მასწავლებელთა კავშირის ორგანო. ლ. ბოცვაძის ამავე სახელწოდების ჟურნალისაგან განსხვავდებოდა უფრო სპეც. სასკოლო მიმართულებითა და შინაარსით.

გამოცემას ხელმძღვანელობდა სარედაქციო კოლეგია.