„განთიადი“

„განთიადი“, ორკვირეული ლიტერატურულ-პოლიტიკური და სამეცნიერო ჟურნალი. გამოდიოდა ქუთაისში 1915. რედაქტორ-გამომცემელი – ს. მჭედლიძე. მეხუთე ნომრიდან – რ. ფანცხავა (ხომლელი). ჟურნალში თანამშრომლობდნენ ი. გრიშაშვილი, დუტუ მეგრელი, ი. იოსელიანი, ნ. ლომოური, პ. პირიანაშვილი, გ. ტაბიძე, ვ. წერეთელი და სხვა ქართვ. მწერლები. სულ გამოვიდა 17 ნომერი.