განთიადი

განთიადი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტში (ქვემო ქართლის რეგიონი), დმანისის პლატოზე, მდ. მაშავრის მარცხ. ნაპირას. თემის ცენტრი (სოფლები: გ., ტნუსი, ჯავახი). ზ. დ. 1060 მ, დმანისიდან 4 კმ, კაზრეთიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 25 კმ. 544 ათ. მცხ. (2014),

სოფელში შემორჩენილია X–XI სს. ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი – „ჯვარამაღლების“ ეკლესია, რ-იც მრავალჯერ არის გადაკეთებული. კედლებში ჩაყოლებულია წარწერიანი დიდი ქვები. ერთი წარწერა აგების თანადროულია, ორი – XIII – XIV სს-ისა. ახლანდ. ქართ. მოსახლეობა XIX ს-შია მოსული ჯავახეთიდან.

დ. ბერძენიშვილი