გორგაძე მიხეილ ანთიმოზის ძე (13. VI. 1896, ქუთაისი, – 2. V. 1972, თბილისი), სპორტის ისტორიკოსი. საქართვ. ფიზკულტურისა და სპორტის დამს. მუშაკი (1961), პროფესორი (1963). 1927 დაამთავრა თსუ-ის პედ. ფაკ-ტის ისტორიის განყ-ბა. იყო საქართვ. ფიზიკური კულტურის ინ-ტის რექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 1939–69 – ინ-ტის ფიზკულტურის ისტ. და ორგანიზაციის კათედრის გამგე, 1969-იდან – ამ კათედრის პროფესორი. 1967 მისი ხელმძღვანელობით დაარსდა საქართვ. ფიზკულტურისა და სპორტის მუზეუმი. 1966–70 იყო ქსე-ის სპორტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ნარკვევები საქართველოს ფიზიკური კულტურის ისტორიიდან, თბ., 1959; ფიზიკური კულტურის ისტორია, თბ., 1965.