დარეჯანი

დარეჯანი თეიმურაზ I-ის ასული კასტელის ალბომი XVII ს.

დარეჯანი (გ. 1668), მეფე თეიმურაზ I-ის ასული, ზურაბ არაგვის ერისთავის მეუღლე. ზურაბის გარდაცვალების შემდეგ თეიმურაზ I-მა დ. იმერეთის მეფე ალექსანდრე III-ს მიათხოვა. ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ (1660) დ-მა შეთქმულება მოაწყო, ტახტიდან ჩამოაგდო ბაგრატ IV, ცოლად გაჰყვა იმერეთის ბაგრატიონთა შორეულ ნათესავს ვახტანგს (ჭუჭუნასშვილად წოდებული) და იგი მეფედ გამოაცხადა, თუმცა ფაქტობრივად სამეფოს გამგებელი თავად იყო. მოკლეს ფეოდალებმა.

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: კ ა კ ა ბ ა ძ ე  ს., საქართველოს ისტორია (1500–1810), ტფ., 1922.

გ. აკოფაშვილი