კილაძე გრიგოლ ბართლომეს ძე (25. X. 1902, ქ . ბათუმი, – 3. IV. 1962, თბილისი), კომპოზიტორი, დირიჟორი, პედაგოგი, საზ. მოღვაწე. საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1941), სტალინური პრემიის ორგზის ლაურეატი (1941,1948). „ახალგაზრდა ქართველ კომპოზიტორთა საზოგადოების" ერთ-ერთი დამაარსებელი (1922). 1927–29 სწავლობდა ლენინგრადის (ახლანდ. სანქტ-პეტერბურგი) კონსერვატორიაში, 1931 დაამთავრა თბილ. კონსერვატორია (პროფ. ს. ბარხუდარიანის კლასი). ამავე წლიდან იქვე გააგრძელა პედ. მოღვაწეობა (1941-იდან –პროფესორი). 1937-იდან იყო კომპოზიტორთა კავშირის თავ-რე, 1938–41 და 1945–53 – თბილ. კონსერვატორიის დირექტორი, 1941–45 – თბილ. ოპერისა და ბალეტისთეატრის სამხატვრო ხელმძღვ., დირექტორი, დირიჟორი; 1950–62 – კონსერვ. საოპერო სტუდიის ხელმძღვანელი, თბილ. ფილარმონიის სიმფ. ორკესტრის მთ. დირიჟორი. კ. ავტორია ოპერებისა: „ბახტრიონი" (1936), „ლადო კეცხოველი" (1940, დაიდგა 1941); ბალეტისა – „სინათლე" (1947, სტალინური პრემია, 1948), 2 სიმფონიის (1944, 1955), 2 სიუიტის, მ.შ. ცნობილი „ქართული სიუიტისა" (1925, 1928), სიმფ. პოემა „განდეგილისა" (1937, სტალინური პრემია 1941). კ-მ მუსიკალურად გააფორმა კინოფილმები: „უკანასკნელიმასკარადი", „არსენა" (1934, 1937, ორივეს რეჟ. მ. ჭიაურელი), „ფრთოსანი მღებავი" (1937, რეჟ. ლ. ესაკია) და სხვ.