გრუზინოვი პეტრე იოსების ძე (1772, ნოვოჩერკასკი, – 27. X. 1800, იქვე), რუსეთის სამეფო კარზე დაწინაურებული სამხედრო მოღვაწე, ე. გრუზინოვის უმცროსი ძმა. კაზაკთა ლაიბგვარდიის პოლკოვნიკი. თავი გამოიჩინა ოჩაკოვისა და რიმნიკის ბრძოლების დროს, რისთვისაც დააჯილდოვეს წმ. გიორგის ჯვრითა და ოქროს ჯვრით. მონაწილეობდა პოლონეთის 1794–96 კამპანიაში. 1798 აპრილში დააპატიმრეს და ძმასთან, ევგრაფთან, ერთად გადაასახლეს ჩერკასკში. 1800 წ. 27 ოქტ. სიკვდილით დასაჯეს რამდენიმე კაზაკ ოფიცერთან ერთად.
ლიტ. იხ. სტ-თან გ რ უ ზ ი ნ ო ვ ი ე. ი.
ო. გვინჩიძე