„გრდემლი“

„გრდემლი“,  ყოველთვიური ლიტერატურული ალმანახი, ქუთაისის პროლეტარულ მწერალთა ასოციაციის ორგანო; გამოდიოდა იქვე, 1927–28. გამომცემელი – სარედაქციო კოლეგია. გამოიცა 4 ნომერი. თანამშრომლობდნენ ს. მინდაძე, ბ. კეშელავა, ვ. დარასელი, თ. ჭუმბურიძე, შ. ჩარკვიანი, ვ. გაბესკირია, დია ჩიანელი, ფ. დგებუაძე-ფულარია, ჯ. ჯორჯიკია, ა. ურუშაძე და სხვ.

ი. ლორთქიფანიძე