„გრდემლი“

„გრდემლი“,  ლიტერატურული კრებული. გამოვიდა თბილისში სამ წიგნად. I–II წიგნი გამოქვეყნდა 1912, III–1916. კრებულში დაბეჭდილია ა. აბაშელის, შ. არაგვისპირელის, ვ. ბარნოვის, ი. გედევანიშვილის, ს. გორგაძის, ი. გრიშაშვილის, ი. ევდოშვილის, ი. ვართაგავას, პ. იაშვილის, ია კარგარეთელის, დ. კლდიაშვილის, ნ. ლორთქიფანიძის, კ. მაყაშვილის, ა. პაპავას, თ. რაზიკაშვილის, ვ. რუხაძის, გ. ტაბიძის, ტ. ტაბიძის, ლ. ქიაჩელის, ა. შანშიაშვილის, ა. ჭუმბაძისა და სხვათა ნაწარმოებები.

ლიტ.: ვ ა რ თ ა გ ა ვ ა ი., მოგონებები, ნაწ. 2, თბ., 1962.

ი. ლორთქიფანიძე