„გრდემლი“

„გრდემლი“,  ყოველკვირეული ეროვნულ-ლიბერალური მიმართულების გაზეთი. სულ გამოვიდა 3 რვაგვერდიანი ნომერი 1907 ქუთაისში. მოკლე ხანში „გ-ის" ნაცვლად გამოვიდა გაზ. „ალი" (მხოლოდ ერთი ნომერი), რ-შიც გაგრძელდა „გ-ის" ზოგიერთი დაუმთავრებელი სტატია (რედაქტორ-გამომცემელი – ა. ჩილაევი).

ი. ლორთქიფანიძე