დოლიძე ნოდარ გიორგის ძე

დოლიძე ნოდარ გიორგის ძე (12. II. 1928, თბილისი, – 5. VIII. 2001, იქვე), ქირურგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1979), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987), საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1985). 1952 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი და დაიწყო მუშაობა სანატორიუმ „ბორჯომ-ლიკანის" ქირურგად. 1962–68 მუშაობდა ნ. ყიფშიძის სახ. რესპ. ცენტრ. კლინიკურ საავადმყოფოში. 1979-იდან იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის სამკურნ. ფაკ-ტის ჰოსპიტალური ქირურგ. კათედრის პროფესორი, იმავდროულად – საქართვ. სეფსისის საწინააღმდეგო ცენტრის ქირურგ. სტაციონარის ხელმძღვანელი, 1995-იდან – თბილ. სამედ. ინ-ტის "საქართველოს" ქირურგ. სნეულებათა კათედრის გამგე. დ-ის თაოსნობით შემუშავებული და დანერგილია ჩირქოვანი სეფსისის მკურნალობის ახ. მეთოდები: ავადმყოფის სისხლის გაფილტვრა ღორის ცოცხალ ელენთაში გავლით; ავადმყოფის სისხლის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება; ჰემო და იმუნოსორბცია; პლაზმოფორეზი; ანტიბიოტიკების ენდოლიმფურად შეყვანა და სხვ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998) და ზაზა ფანასკერტელის მედლით (1998).

თხზ.: ჩირქოვანი ქირურგიის აქტუალური საკითხები, თბ., 1985; Этио- патогенез поздних осложнений и заболеваний после резекции желудка у больных язвенной болезнью, Тб., 1973; Вопросы хирургической гериатрии острых заболеваний органов брюшной полости,Тб., 1976.

ა. გვენცაძე