დოლიძე ლევან გიორგის ძე

დოლიძე ლევან გიორგის ძე (დ. 30. XI. 1939, თბილისი), სამხედრო ჟურნალისტი და მკვლევარი, საქართვ. დამს. ჟურნალისტი (1989). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1968). მისი მასალები 1959-იდან იბეჭდებოდა სსრკ ცენტრ., რესპუბლიკურ და უცხოეთის ქვეყნების ჟურნალ-გაზეთებში; რეპორტაჟები გადაიცემოდა ტელევიზიით და რადიოთი. აფხაზეთში კონფლიქტის დაწყებისთანავე დაინიშნა სახელმწ. საბჭოს თავმჯდომარის პირად წარმომადგენლად ინფორმაციის დარგში. ერთ-ერთმა პირველმა გააშუქა მოვლენები აფხ. ცხელი წერტილებიდან. ავტორია 5000-ზე მეტი სტატიის, ბუკლეტების, წიგნების – „მხედართუფროსები საქართველოდან" (1986), «Генералами не рождаются» (1993), «Рядом и на всю жизнь» (1997), „70 წელი სცენაზე" (1999), „გენერალი სიმუსი, მარშლები, გენერლები, ადმირალები – ჩვენი თანამემამულენი" (2000). 2003 გამოსცა ფუნდამენტური ნაშრომი „გენერლები საქართველოდან", რ-იც მოიცავს საქართვ. გენერალიტეტის 300-წლოვან პერიოდს და ასახავს 1000-ზე მეტ გენერლის ბიოგრაფიას. 1975 მიენიჭა საქართვ. ჟურნალისტთა კავშირის პრემია. საქართვ. დამოუკიდებლობის წლებში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის უფროსად, საქართვ. სახელმწ. საბჭოს თავ-რის სახელმწ. მრჩევლად. 1993-იდან არის ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახ. მთავარი სამეცნ. რედაქციის სამხ. სექციის თავ-რე. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).