დოლიძე იოსებ მალაქიას ძე [24. II (9. III). 1903, სოფ. ნიგოითი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 23. XI. 1985, თბილისი], სპეციალისტი აბრეშუმის ტექნოლ. დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1960), პროფესორი (1960), საქართვ. მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1963). რესპ. დამს. გამომგონებელი. 1964-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. სას.- სამ. ინ-ტის აბრეშუმის ტექნოლ. კათედრის გამგე. დ-ის შრომები ეხება აბრეშუმის პარკის პირველადი დამუშავების ტექნოლოგიასა და აბრეშუმმცოდნეობას.
თხზ.: აბრეშუმის პარკის დამზადებისა და პირველადი დამუშავების ტექნოლოგია, თბ., 1964; Консервация сырых коконов тутового шелкопряда при холоде, Тб., 1959.