დოლიძე ვლადიმერ ბესარიონის ძე

დოლიძე ვლადიმერ ბესარიონის ძე (15. III. 1908, ოზურგეთი, – 17. II. 1989, თბილისი), ხმის ოპერატორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1931). 1932–37 იყო სახკინმრეწვის ხმის ჩამწერი საამქროს უფროსი. 1937-იდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში". არის მრავალი ფილმის ხმის ოპერატორი, მ. შ. მხატვრული ფილმებისა: „დიადი განთიადი" (1938), „გიორგი სააკაძე" (1942–43), „ჯურღაის ფარი" (1944; სსრკ სახელმწ. პრემია, 1950), „ჭრიჭინა" (1954), „ბაში-აჩუკი" (1956), „შეხვედრა წარსულთან" (1966), „წუთისოფელი" (1971), „ვერის უბნის მელოდიები", „შერეკილები" (ორივე 1973), „კუკარაჩა" (1982), „მევლუდი" (1985) და სხვ.; მულტფილმები: „რწყილი და ჭიანჭველა" (1938), „ისევ მოდაზე" (1969), „ნაცარქექია" (1970), „იყო ერთი თაგუნა" (1977). მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ა. გვენცაძე