დოლიძე ვახტანგ ონისიმეს ძე

დოლიძე ვახტანგ ონისიმეს ძე (20. X. 1918, ქუთაისი, – 17. VIII. 1986, თბილისი), არქიტექტორი, ხელოვნებათმცოდნე. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1982). საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993, გარდაცვალების შემდეგ). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1941). მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1946-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნ. ისტორიის ინ-ტში (ასპირანტი, მეცნ. თანამშრომელი, 1971-იდან კულტურის ძეგლთა აღწერილობის განყ-ბის გამგე). დ-ის მეცნ. ძიების ძირითადი მიმართულებებია: შუა საუკ. არქიტ. ძეგლების, კომპლექსების, მთიანი საქართველოს საცხოვრ. სახლების არქიტექტურა, ჩრდ. კავკ. და საქართვ. კულტ. კავშირები, მატერ. კულტურის ძეგლების მეცნ. აღწერა და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.

თხზ.: გარბანი. ქართული ხუროთმოძღვრების IX–X სს. ძეგლი ხევში, თბ., 1958; ხევის ხალხური საცხოვრებელი სახლები, «ქართული ხელოვნება », 1959, ტ. 5; კაზრეთის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, იქვე, 1987, ტ. 9 А; Окрестности Тбилиси, Тб., 1960 (თანაავტ.: Р. Шмерлинг, Т. Барнавели); Военно-грузинская дорога. Путеводитель по архитектурным памятникам, Тб., 1956 (თანაავტ.: Р. Шмерлинг); Рустави, Тб., 1962.

ს. კინწურაშვილი