დოლიძე გურამ მილოსის ძე (28. IV. 1930, ოზურგეთი, – 19. IV. 1998, თბილისი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1990). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-ტექ. ფაკ-ტი (1953). 1953–58 მუშაობდა სოხუმის ფიზიკა-ტექ. ინ-ტში, 1958–69 – საქართვ. მეცნ. აკად. ფიზიკის ინ-ტში, 1969-იდან გარდაცვალებამდე – ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწ. უნ-ტში. სამეცნიერო კვლევების მიმართულებაა დიელექტრიკების ფიზიკა.