დვალი მალაქია კონსტანტინეს ძე

მ. დვალი

დვალი მალაქია კონსტანტინეს ძე (დ. 10. VIII. 1925, სოფ. ზედა შავრა, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი), არქიტექტორ-რესტავრატორი, ხელოვნებათმცოდნე. ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი (1963). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1943). 1949–52 მუშაობდა ამიერკავკ. გეოლ. სამმართველოს სამშენებლო უბნის უფრ. ინჟინრად, 1958-იდან სპეც. სამეცნ.-სარესტავრაციო სახელოსნოში (1968-იდან გაერთიანება) – არქიტ.-რესტავრატორად; 1968-იდან კი – მთ. არქიტექტორად (იქვე). 1989–2004 იყო ძეგლთა დაცვის მთ. სამმართველოს (შემდეგ – დეპარტამენტი) მთ. არქიტექტორი, პარალელურად 1958–2006 მუშაობდა საქართ. მეცნ. აკად. ქართული ხელოვნების ისტორიის ინ-ტში. მისი ავტორობით არის რესტავრირებული ძეგლები: მანგლისის ტაძარი (1959), სოფ. პატარა ონის ეკლესია (1974), ნიკორწმინდის ტაძარი (1980) და ძველი გავაზი (1987, ორი უკანასკნელი გ. ნიკოლაძესთან ერთად), თბილ. მეტეხის ტაძარი (1969, ვ. ცინცაძესთან ერთად), ძველი გაგრის ეკლესია (1957) და სხვ. არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი (1997).

თხზ.: მანგლისის ხუროთმოძღვრული ძეგლი, თბ., 1974.

ს. კინწურაშვილ