დვალი ირაკლი კონდრატეს ძე

დვალი ირაკლი კონდრატეს ძე (დ. 14. VIII. 1928, ამბროლაური), ინჟინერ-მექანიზატორი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2004), პროფესორი (1995), საქართვ. დამს. მექანიზატორი (1969). 1949 დაამთავრა საქართვ. სას.-სამ. ინ-ტი. 1949–81 მუშაობდა სხვადასხვა დაწესებულებებში ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1981 დ-ის ინიციატივით დაარსდა სამეცნ.-ტექ. ინფორმაციისა და პრესის რესპ. ცენტრი, რ-ის დირექტორი იყო 1997-მდე. 1997–2001 იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. დ. ავტორია სამეცნ. ნაშრომების, გამოგონებისა და მრავალი პუბლიკაციის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (1998).

თხზ.: მოსავლის აღების კომპლექსური მექანიზაცია, თბ., 1955; მცირე მექანიზაციის საშუალებები სოფლის მეურნეობაში, თბ., 1985.

შ. ნემსაძე