დვალი თამაზ პიმენის ძე (დ. 3. I. 1949, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1993). 1971 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი. იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართვ. მეცნ. აკად. გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნ. ისტ. ინ-ტში არქიტექტორად, 1976-იდან ამავე ინ-ტის მეცნ. თანამშრომელია, ხოლო 1986-იდან 2006-მდე – ძეგლთა აღნუსხვის განყ-ბის გამგე, 1987- იდან პარალელურად მუშაობს ქართ. ენციკლოპედიის მთავარ სამეცნ. რედაქციაში. 1997-იდან საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის რედაქციის გამგეა. მიაკვლია, აზომა და შეისწავლა მრავალი ხუროთმოძღვრული ძეგლი. არის რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლის რესტავრაციის პროექტის თანაავტორი, „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობის" მე-2 წიგნის (თბ., 2004) რედკოლეგიის ხელმძღვანელი, გამოცემა „ქართული ხუროთმოძღვრების" (ძველი ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლთა დოკუმენტური ასახვა მიკროფილმებზე – 47000 ფოტოსურათით, ტ. 1–8, ლეიდენი, 1994–2011, ინგლ. ენაზე) მოთავე და ხელმძღვანელი. კრებულის I-მა ტომმა მიიღო საქართვ. სახელმწ. პრემია (1996). სამეცნ. გამოკვლევები მიუძღვნა ცხვარიჭამიას, ბენისის, ვაჩნაძიანის ტაძრებს. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. სტატია.
თხზ.: ოშკი, თბ., 2009; იშხანი, თბ., 2010; ოთხთა ეკლესია, თბ., 2011.