დიასამიძე შალვა მიხეილის ძე

დიასამიძე შალვა მიხეილის ძე (10. VII. 1912, თბილისი, – 6. V. 1974, იქვე), ქართული კალათბურთის ერთ-ერთი ფუძემდებელი, სსრკ (1957) და საქართვ. (1966) დამს. მწვრთნელი. დ. 1929- იდან თსუ-ის გუნდში თამაშობდა. უნ-ტის დამთავრების შემდეგ (1934) მუშაობა განაგრძო იქვე, ფიზ. აღზრდის და სპორტის კათედრაზე. 1941–45 იყო ამავე კათედრის გამგე. 1944 ჩამოაყალიბა თსუ-ის კალათბურთელ ქალთა გუნდი, რ-იც 1948 საქართვ. ჩემპიონი გახდა. 1947– 49 მიიწვიეს თბილ. „დინამოს" ოსტატ კალათბურთელთა გუნდის მწვრთნელად (1947 სსრკ პირველობაზე II ადგილი; ხოლო 1949 სსრკ თასი მოიპოვა). 1948–52 დ. ავარჯიშებდა თბილ. განათლების განყ-ბის ბავშვთა გუნდს. 1949–53 იყო თსუ-ის ფიზ. აღზრდისა და სპორტის კათედრის მასწავლებელი და ქალთა ნაკრები გუნდის მწვრთნელი. 1953-იდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა საქართვ. ფიზკულტურის ინ-ტის პედაგოგად და ვაჟთა გუნდის მწვრთნელად. აღზარდა არაერთი ცნობილი კალათბურთელი.