დიასამიძე ნიკოლოზ დავითის ძე (1845 – 13. VIII. 1897), საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, პუბლიცისტი. გ. დიასამიძის მამა. 1877 ა. თუთაევთან ერთად გორში თავისი ხარჯით გადააკეთა ძვ. როტონდა და იქ თეატრი დააარსა. დ-ს საკუთარ სახლებში (თბილისი, სოფლები: საქაშეთი, ბრილი) მოწყობილი ჰქონდა სალონები, სადაც მართავდა ლიტ. შეხვედრებს (ე. წ. „ორშაბათები"), თეატრ. წარმოდგენებს. დ-ის აქტ. მონაწილეობით 1877 სოფ. რუისში (ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი) საქველმოქმედო მიზნით დაარსდა საზ. ბანკი, რ-საც ერთხანს დ. ხელმძღვანელობდა (კ. მამაცაშვილთან ერთად). 1892 ბრილში, დ-ის სახლში მისივე მონაწილეობით ჩატარდა გაზ. „კვალის" დამფუძნებელი კრება. გაზ. „დროებაში" აქვეყნებდა პუბლიც. წერილებს სოც. და განათლების საკითხებზე. მოკლეს რევოლუციურად განწყობილმა გლეხებმა. ამ ფაქტს ა. წერეთელმა, რ-საც ახლო მეგობრობა აკავშირებდა დ-თან, უძღვნა ლექსი „ნიკო დიასამიძის სახსოვრად".
ლიტ.: ბ ა ლ ა ხ ა შ ვ ი ლ ი ი., ლიტერატურული და რევოლუციური წრეები და სალონები საქართველოში (XIX საუკუნის 70–80–90-იანი წლები). დოკუმენტური ნარკვევი, თბ., 1940; ე ნ ი კ ო ლ ო ფ ა შ ვ ი ლ ი ი., საქაშეთსა და ბრილში (შ. ბარამიძის პუბლ.), «საისტორიო მოამბე», 1990, № 59–60; მ ა მ ა ც ო ვ ი კ., ბატონო რედაქტორო!, «დროება», 1882, № 3; მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი ს., მოგონებანი, ლ. ასათიანის წინასიტყვაობით, რედაქციით და შენიშვნებით, ტფ., 1938.
თ. ჯოლოგუა