დიასამიძე ლევან ნიკოლოზის ძე [19. IX (1. X). 1882, თბილისი, – 19. XI. 1969, იქვე], ინჟინერ-ჰიდრავლიკოსი. პროფესორი (1930), მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1946). 1912 დაამთავრა ლოზანის (შვეიცარია) საინჟ. ინ-ტი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ უმთავრესად წყალსადენის სისტემაში მუშაობდა. იყო ნატახტრის წყალსადენის პროექტის ავტორი და მშენებლობის მთ. ინჟინერი (1929–35), 1945-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის წყალმომარაგებისა და კანალიზაციის კათედრის გამგე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: სამრეწველო წარმოების და დასახლებული ადგილების კანალიზაცია, ნაწ. 1–2, თბ., 1949–50 (თანაავტ. გ. ქურდიანი); წყალმომარაგება, ნაწ. 1 – ქსელი და მისი ნაგებობანი, თბ., 1962 (თანაავტ.: ქ. ქუთათელაძე, ი. გეგელაშვილი).