დიასამიძე ბიჭიკო რაფიელის ძე (დ. 25. XII. 1940, სოფ. კვიახიძეები, ახლანდ. შუახევის მუნიციპალიტეტი ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1999), პროფესორი (2000). 1969 დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პედ. ინ-ტი. 1970–92 მუშაობდა ამავე ინ-ტში, 1992–97 – უნივერსიტეტში სხვადასხვა სამეცნ. და საზ. თანამდებობებზე; 2009-იდან არის იმავე უნ-ტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის სრული პროფესორი, 2010-იდან – პროფესორ-ემერიტუსი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნ. ნაშრომი, მ. შ. მონოგრაფია „ქრისტიანობა დასავლეთ საქართველოში (I–Xსს.)". დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2000).