დომენტი III (გ. IX. 1676, მცხეთა), აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1660–76, ქაიხოსრო მუხრანბატონის ძე. იყო ქართლის მეფის ვახტანგ V -ის ცენტრალისტური პოლიტიკის მიმდევარი. ენერგიულად იბრძოდა ტყვეებით მოვაჭრე თავადთა წინააღმდეგ. მაჰმადიანურ წეს-ჩვეულებათა საპირისპიროდ, ცდილობდა ქართ. ქრისტ. ჩვეულებების აღდგენას, 1664 თბილისელი ვაჭრისაგან შეიძინა სამცხიდან ჩამოტანილი ანჩის კარედი ხატი და თბილ. საპატრიარქო ეკლესიაში ანჩისხატში დაასვენა, რ-იც შემდგომ შეაკეთა და განაახლა. 1675 ააგო ახ. სამრეკლოც. მის სახელს უკავშირდება მჭადიჯვრის ცენტრალურ-გუმბათოვანი ეკლესიის აგება. სვეტიცხოვლისათვის შეიძინა ყმა-მამული და შესწირა მას.
ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე ბ., მასალები საქართველოს XVII–XVIII საუკუნეთა ისტორიის ქრონოლოგიისათვის, «მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის », 1951, ნაკვ. 29.
ბ. ლომინაძე