დომენტი II აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დაახლ. 1595–1610. მისი ინიციატივით 1595 მცხეთის საპატრიარქოს დაუბრუნდა დიდი მამულები, რებიც ადრე საერო ფეოდალებს ჰქონდათ მიტაცებული. დ. II-ის კათოლიკოსობის დროს ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს სოფ. არბო გლეხებითურთ, კახთა მეფე ალექსანდრე II-ს – გარსევან ანდრონიკაშვილისათვის ჩამორთმეული სოფლები – ჯიბათი და ღანუხი გლეხებითურთ.
წყარო: ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.