დომენტი I აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1556–60. კათოლიკოსად დაადგინა ქართლის მეფე სიმონ I-მა. დ. I ხელდასხმიდანვე ენერგიულად შეუდგა მცხეთის საპატრიარქოს ეკონ. მდგომარეობის მოწესრიგებას, გააფართოვა მისი მამულები. დ. I-ის სახელთან არის დაკავშირებული კახეთის სამეფოს ეკლესიური სეპარატიზმის მორიგი მცდელობის აღკვეთა, რასაც ადასტურებს 1556–60 წწ-ით დათარიღებული ამბა ალავერდელისა და კახი ეპისკოპოსების ერთგულების წიგნები.
ლიტ.: გ უ ჩ უ ა ვ., საქართველო XVI ს. 50–70-იან წლებში, წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; კ ა ჭ ა რ ა ვ ა ე., ალავერდის საეპისკოპოსო (ეპარქია) სრულიად საქართველოს საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილი, კრ.: სვეტიცხოვლისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 1998.