დავით V

დავით V, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი 1466–79. გაერთიანებული ქართ. სახელმწიფოს ბოლო კათოლიკოს-პატრიარქი. იბრძოდა ეკლესიური ერთიანობის შენარჩუნებისა და მცხეთის საპატრიარქო მფლობელობის აღდგენისათვის. მისი კათოლიკოსობის დროს ბაგრატ მეფემ შესწირა სვეტიცხოველს სოფ. დიღომში მცხოვრები გლეხები თავთავიანთი მამულებით, კახეთის მეფე ალექსანდრემ კი 1479 – ვეჟინისპირა სოფლები (ახალშენი და თორღიანი), ხოლო დავით ქაჩიბაძემ განუახლა სვეტიცხოველს სოფ. ყორანთის 1428 წლის შეწირულობა.

დ. V-ის პატრიარქობის დროს დას. საქართველოში მყოფმა ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქმა მიქაელმა აფხაზეთის (დას. საქართველო) კათოლიკოსად აკურთხა ცაიშელ-ბედიელი მთავარეპისკოპოსი იოაკიმე და შექმნა ე. წ. ,,მცნებაჲ სასჯულოჲ", რაც ხელს უწყობდა პოლიტიკურად დაშლილი საქართველოს ეკლესიურ გათიშვასაც. საეკლ. სეპარატიზმმა, როგორც ჩანს, თავი იჩინა კახეთშიც, ვინაიდან 269 პატრიარქს ერთგულების წიგნს აძლევენ ალავერდელი ეპისკოპოსი გაბრიელი და სხვა უცნობი პირები, რ-ებიც პირობას დებენ, რომ არ უორგულებენ მას და არც სხვა ბერსა თუ მონაზონს ინდომებენ კათოლიკოსად.

წყარო: ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897; ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოც., ტ. 3, თბ., 1970.

ლიტ.: ლ ო მ ი ნ ა ძ ე  ბ., XV საუკუნის საქართველოს ქრონოლოგიიდან, კრ.: კავკასიის ხალხთა ისტორიის საკითხები, თბ., 1966; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).

ზ. აბაშიძე