დადუნაშვილი სერგო არჩილის ძე

დადუნაშვილი სერგო არჩილის ძე (დ. 1. I. 1949, ქუთაისი), ინჟინერ-ელექტრიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (1996), საინჟ. აკადემიის ნამდვ. წევრი (2000), ბიოენერგეტიკული ტექნოლოგიების ინ-ტის დირექტორი, გამომგონებელი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკ-ტი (1971). 1971–81 მუშაობდა სპეც. საკონსტრ. ბიურო "ანალიზხელსაწყოში", 1981–91 – ინფორმატიკის ინ-ტის დირექტორის მოადგილედ. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა საქართველოში ინფორმაციის დამუშავების კომპიუტერული მეთოდებისა და ინფორმაციის გავრცელების ქსელური ტექნოლოგიების დანერგვაში. ეწევა აგრეთვე პედ. საქმიანობას.

დ-ის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებაა: სისტემათა თეორია, ნანოტექნოლოგიების, მ. შ. ნანოელექტრონული მოწყობილობების მოდელირება. არის მრავალი სამეცნ. ნაშრომისა და პატენტის ავტორი.

თხზ.: ტექნიკური ობიექტების სისტემების განვითარების პროცესების ანალიზი კატასტროფების თეორიის გამოყენებით, კრ.: მართვის თეორია. სინერგეტიკა, წგ. 3, თბ., 2000; ნანოტექნოლოგიების შესავალი, თბ., 2002; Sensor Based on Nanomaterial of Biological Origin. – «IEEE-NANO 2002», Wash., 2002.