დაბა, სოფელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა წაღვერის ტერიტორიულ ორგანოში (სამცხეჯავახეთის მხარე), გვირგვინას ქედის სამხრ.-დას. კალთაზე, მდ. გუჯარეთისწყლის (მტკვრის მარჯვ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირას, ბორჯომი – ბაკურიანის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. რკინიგზის სადგური. ზ. დ. 1000 მ , ბორჯომიდან 12 კმ. 238 მცხ. (2002). დ. კლიმ. საკურორტო ადგილია. შედის ბორჯომ-ბაკურიანის კურორტების ჯგუფში. იცის რბილი მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვ. საშ. ტემპ-რა –2ºC) და თბილი ზაფხული (აგვ. საშ. ტემპ-რა 20ºC). ჰავა სასარგებლოა სასუნთქ ორგანოთა დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის (განსაკუთრებით უხდება ბავშვებს).
ბორჯომის მუნიციპალიტეტში გვხვდება აგრეთვე ტოპონიმები: დაბაძველი, ახალდაბა, ნადაბური. სოფ. დ-თან, სამანქანო გზის პირას, მცირე გორაკზე, შემორჩენილია გალავანშემორტყმული ერთნავიანი ეკლესიის ნანგრევი. ადგილ. მოსახლ. მას "მარიამწმინდას" უწოდებს. გალავანი დიდი დაუმუშავებელი ლოდებითაა ნაგები. კირი გამოქარულია და კედელი ყორის შთაბეჭდილებას ტოვებს. შესასვლელი, რ-იც ორ მძლავრ კედელს შორის მოქცეულ ფართო კამაროვან გასასვლელს წარმოადგენს, დასავლეთიდანაა. გალავანი სამხრ.-დას. კუთხეს- თან ციცაბო კლდეზეა მიბჯენილი. აქ კლდის ქიმზე ასასვლელად საფეხურებია გამოკვეთილი. ძნელბედობის ჟამს ამ გალავანს მოსახლ. თავს აფარებდა. ეკლესიის ნანგრევი გალავნის ჩრდ.-აღმ. ნაწილშია. მას ჩრდილოეთიდან სამნაწილიანი მინაშენი აქვს, რ-იც შედარებით უკეთ გადარჩენილა. ეკლესიიდან შემორჩენილია მხოლოდ დას. კედელი (სიმაღლე 1,5 მ ), რ-იც გარედან კარგად გათლილი მორუხო ფერის კვადრების შესანიშნავი წყობითაა ნაგები. ეკლესია XI–XIII სს. უნდა იყოს. გალავანი კარიბჭითურთ შესაძლებელია XIV ს. ეკუთვნოდეს. წიწვოვანი ტყით დაფარული ფერდობის მცირე ბაქანზე აღმარ- თული წმ. გიორგის ეკლესია XIV ს. I ნახევარშია აგებული. იგი ადგილობრივ მოსახლეობაში "ჩრდილოეთის წმიდა გიორგის" სახელითაა ცნობილი. ეკლესია (7 მ × 11 მ ) ერთნავიანია. გადახურულია ორფერდა სახურავით. შიგნით და გარედან მოპირკეთებულია კარგად გათლილი და სწორხაზოვან რიგებად ნაწყობი მონაცრისფრო კვადრებით. კამარით გადახურული დარბაზი აღმ-ით მთავრდება საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდით, რ-ის შუაში ვიწრო სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. დარბაზის შიდა სივრცე დანაწევრებულია კამარის საბჯენი ორი თაღით, რ-ებიც კაპიტელებიან პილასტრებზეა გადაყვანილი. აღმოსავლეთის წყვილი პილასტრი იატაკის დონიდან იწყება, დასავლეთისა კი კედლის შუა სიმაღლეზე კრონშტაინებს ეყრდნობა. პილასტრებს შორის ყრუ თაღებია მოწყობილი. ეკლესიის შესასვლელები და თითო სარკმელი გაჭრილია დას. და ჩრდ. კედლებში. განსაკუთრებით გამოირჩევა დას. ფასადი, რ-ის მოჩუქურთმებულ სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული შესასვლელი და მის თავზე მდებარე მოჩუქურთმებული სარკმელი ერთიან კომპოზიციას შეადგენს. ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული ჩრდ. და აღმ. სარკმლებიც. ეკლესიის დას. შესასვლელის თავზე არის ასომთავრული წარწერა, რ-ის მიხედვით ეკლესია აუშენებია გიორგი V ბრწყინვალის მოლარეთუხუცესს 1333. მისი სახელი უცნობია (ეკლესია რესტავრ. 2007). ეკლესიის სიახლოვეს, კლდეში, ბუნებრივი გამოქვაბულებია, რ-ებშიც ბერები ცხოვრობდნენ. გამოქვაბულების 4–5 ჯგუფში მოწყობილია მცირე და საშ. ზომის სათავსები, ერთში ქვევრიცაა, აქვეა წყარო. 1595 „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" მიხედვით ოსმალთაგან დაპყრობილ სამხრ. საქართველოში სოფ. დ. შედიოდა პეტრეს ნაჰიეში (რ-ნი), რ-იც პეტრეს ლივაში აღირიცხებოდა. იქ მაშინ მხოლოდ ორი კომლი ქართვ. ცხოვრობდა: ბადრია და ალექსა, ძმა მისი, რებიც 4500 ახჩას იხდიდნენ წლიურად. დ-ში ამჟამად XIX ს-ში იმერეთიდან და ქართლიდან გადმოსახლებული ქართველები ცხოვრობენ. მათი გვარებია: ჯაფიაშვილი, თედიაშვილი, დათუნაშვილი, შატბერაშვილი, წიქარიშვილი, მესხიძე, ლომიძე, ხაჩიძე და სხვ. წყარო: გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წგ. 2, ს. ჯიქიას გამოც., თბ., 1941.
ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი დ., გ ი ო რ გ ი ძ ე მ., ჩ ა ჩ ხ უ ნ ა შ ვ ი ლ ი ც., ჭ ა ნ ი შ ვ ი ლ ი გ., გუჯარეთი, თბ., 1987;дате в надписи на тимпане церкви близ села Даба Боржомского района 1956г., წგ.: Вопросы истории искусства, т. 1, Тб., 1970; Ш м е р л и н г Р.О., Постройка моларетухуцеса царя Георгия Блистательного в сел. Даба, Боржомского района,«ქართული ხელოვნების ისტორიის ინ-ტის შრომები», 1947, [ტ. ] 2.
დ. ბერძენიშვილი
ვ. დოლიძე
მ. ქუჩუკაშვილი