დაბა, ისტორიული დასახლება კლარჯეთის ცენტრალურ ნაწილში, კარცხალის ქედის განშტოებაზე, ღადოს მთის კალთებზე (ახლანდ. თურქეთის ტერიტ.). V ს-ში ვახტანგ გორგასალმა დ-ში ტაძარი ააგო. VIII ს. 30-იან წლებში მურვან ყრუს ლაშქრობათა შედეგად კლარჯეთის სავანეებთან ერ- თად დ-ის სანახებიც გავერანდა. გიორგი მერჩულის თანახმად, დ-ის სავანე IX ს. დასაწყისში, აშოტ I დიდის დროს, სამონასტრო ცენტრად განახლებულა. აქ, მდ. არტანუჯისწყლისა და იმერხევის შესართავთან, 730–740 წლებში გრიგოლ ხანძთელის თანამოღვაწე ბერებმა დააარსეს მონასტერი. ამ დროიდან თურქთა მფლობელობის დამყარებამდე "ათორმეტ" სავანე- თა შორის დ-ის სავანეც არსებობდა. თურქთა მფლობელობის პერიოდში იგი სხვა ძეგლებთან ერთად დაინგრა. 1904 ნ. მარს სავანის ნაშთები აღარ დახვედრია, იქ მხოლოდ მთ. ტაძრის საფუძვლის ნანგრევებიღა იყო შემორჩენილი.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954;М а р р Н. Я., Дневник поездки в Шавшию и Кларджию, СПб., 1911.
ზ. ცინცაძე
დ. ხოშტარია