დარსაველიძე გიორგი შოთას ძე

დარსაველიძე გიორგი შოთას ძე (დ. 6. V. 1939, ხონი), ფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1998), პროფესორი (2001). დაამთავრა თბილ. ა. პუშკინის სახ. პედაგოგიური ინ-ტი (1963). 1968-იდან მუშაობს საქართვ. მეცნ. აკად. ფ. თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინ-ტის ნახევარგამტარული მასალებისა და ფერადი ლითონების ლაბორატორიის ხელმძღვანელად. კვლევის თემაა: სტრუქტურული დეფექტები და შინაგანი ხახუნი ბორსა და მის ფუძეზე არსებულ მასალებში.