დემეტრე (დ ი მ ი ტ რ ი) III

დემეტრე (დ ი მ ი ტ რ ი) III, აფხაზეთის სამეფოს (დას. საქართველოს) მეფე დაახლ. 967–975, გიორგი II-ის ძე, ლეონ III-ის ძმა და მემკვიდრე. აქტიურად იბრძოდა საქართველოში ჰეგემონიის მოსაპოვებლად. ფეოდ. ოპოზიციამ დაუპირისპირა საკუთარი ძმა თეოდოსი (იხ. თეოდოს III ), რ-საც მხარს უჭერდა მესხეთის, ქართლისა და კახეთის აზნაურთა ნაწილი. დ. III-მ დაამარცხა ძმის მომხრე აზნაურები, შემდეგ მოტყუებით შეიპყრო თეოდოსი, თვალები დასთხარა და შეძლო დროებით აღედგინა აფხ. სამეფოს ჰეგემონია საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. მაშინ მეამბოხე ფეოდალებმა მის წინააღმდეგ აამხედრეს მეორე ძმა, მაგრამ დ. III-მ მათი ეს ცდაც ჩაახშო.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.

ლიტ.: ლ ო რ თ ქ ი ფ ა ნ ი ძ ე მ., ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანება (IX–X სს.), თბ., 1963; А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI—ХVII вв.), Сух., 1959.

ზ. ანჩაბაძე