დემეტრე (დ ი მ ი ტ რ ი) II, აფხაზთა სამეფოს (დას. საქართველოს) მეფე (დაახლ. 825–861), ლეონ II -ის ძე. ენერგიულად იბრძოდა ახალშექმნილი სამეფოს დამოუკიდებლობის დასაცავად. IX ს. 40-იან წლებში არაერთხელ დაამარცხა დას. საქართველოში შემოსული ბიზანტიელთა ლაშქარი. 853 წინ აღუდგა საქართველოში შემოჭრილ არაბთა სარდალ ბუღა თურქს. იგი შემდეგაც განაგრძობდა ბრძოლას ქართლიდან არაბთა განდევნისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. დ. II-ის საშინაო პოლიტიკის ერთ-ერთი მთ. ამოცანა იყო აღმ. საქართველოს ეკლესიის გავლენის განმტკიცება დას. საქართველოში. ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ხელშეწყობით IX ს. I ნახევარში დას. საქართველოში გრიგოლ ხანძთელის მიერ ქართ. მონასტრის დაარსება.
წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955.
ლიტ.: ი ნ გ ო რ ო ყ ვ ა პ., გიორგი მერჩულე, თბ., 1954; А н ч а б а д з е З. В., Из истории средневековой Абхазии (VI—ХVII вв.), Сух., 1959.
ზ. ანჩაბაძე