დრე

დრე, სოფელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ორბეთის თემში (ქვემო ქართლის მხარე), თრიალეთის ქედის სამხრ. კალთაზე, ვერის ხეობაში. ზ. დ. 1220 მ, თეთრიწყაროდან 30 კმ. 72 მცხ. (2002). სოფელი წყაროებში XVI სიდან მოიხსენიება. XIX ს-ში დ-ში ქართვ. მთიელი მოახალშენენი ჩამოსახლდნენ. სოფლის სიძველეთაგან აღსანიშნავია ფეოდ. ხანის ეკლესია და მინის საწარმოს ნაშთები.