დემეტრაშვილი ივანე გაბრიელის ძე

დემეტრაშვილი ივანე გაბრიელის ძე (2. XI. 1910, სოფ. დიდი თონეთი, ახლანდ. თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, – 16. IV. 1945, ბერლინის მისადგომებთან), საბჭ. კავშირის გმირი (31. V. 1945, სიკვდილის შემდეგ), კაპიტანი. 1931 დაამთავრა თბილ. კავშირგაბმ. ტექნიკუმი. II მსოფლიო ომის დროს იბრძოდა ბელორ. I ფრონტის ჯარების შემადგენლობაში. ბერლინის მისადგომებთან გამართულ ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის მიენიჭა საბჭ. კავშირის გმირის წოდება. დაკრძალულია ქ. კიუსტრინში (ახლანდ. კოსტშინი, პოლონეთი). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მ. შ. საბრძოლო ორდენები და მედლები.

ტ. ჩინჩილაკაშვილი