დავითაშვილი შიო (1857, სოფ. ბრეთი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი, – 1933), რევოლუციონერ - ხალხოსანი. სწავლობდა თბილ. სას. სემინარიაში, საიდანაც აკრძალული 281 ლიტ-რის კითხვის გამო გარიცხეს. თბილისში ჩაება ე. იოსელიანის ხალხოსნურ წრეში. 1876 რევ. პროპაგანდას ეწეოდა თბილ. მუშა-ხელოსნებში. 80-იან წლებში გორში დააარსა ხალხოსნური წრე „საიდუმლო კომიტეტი", რ-საც კავშირი ჰქონდა „ნაროდნაია ვოლიას" აღმასკომთან. რევ. პარტიის საჭიროებისათვის მონაწილეობა მიიღო გორის ხაზინიდან ფულის გატაცებაში. 1883 წ. 14 მარტს დააპატიმრეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს. პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა გორში პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, შემდეგ ჩამოშორდა რევ. საქმიანობას.
თხზ.: ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, ტფ., 1933.
ლიტ.: ა ნ თ ე ლ ა ვ ა ი., საზოგადოებრივ- პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში (XIX ს. II ნახ.), თბ., 1967; მ გ ა ლ ო ბ ლ ი შ ვ ი ლ ი ს., მოგონებანი, თბ., 1938; შ ვ ე ლ ი ძ ე ზ., რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობა საქართველოში, თბ., 1960.
ზ. შველიძე