დავითაშვილი ნოდარ სუმბათის ძე (დ. 23.VI. 1939, სოფ. ახალქალაქი, ახლანდ. კასპის მუნიციპალიტეტი), ინჟინერ-ტექნოლოგი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1991), საქართვ. საინჟ. აკად. ნამდვ. წევრი (2000). დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1964). 1965–77 მუშაობდა მეტროლოგიის საკავშ. სამეცნ.- კვლ. ინ-ტის თბილისის ფილიალში, 1973-იდან მუშაობს საქართვ. ტექ. უნ-ტის მექანიზმებისა და მანქანების თეორიის კათედრაზე. დ-ის შრომები ეხება ერთ და ორ თავისუფლებისხარისხიანი სივრცითი, სფერული და ბრტყელსახსროვანი მექანიზმების ანალიზის, სინთეზის, დინამიკისა და სიზუსტის საკითხებს. მან დაამუშავა სფერული პანტოგრაფების მექანიზმების თეორია, გამოიკვლია სფერული და სივრცითი მექანიზმების დინამიკა. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, მ. შ. 14 მონოგრაფიის. ნაშრომისათვის „სახსროვან-ბერკეტული მექანიზმების ცდომილებისა და სიზუსტის თეორიის საფუძვლები" მიენიჭა გ. ნიკოლაძის სახ. პრემია (2002). მანქანებისა და მექანიზმების მეცნ. განვითარების საერთაშ. ფედერაციის გენერალურმა ასამბლეამ დ. აირჩია ამავე ორგანიზაციის საქართვ. კომიტეტის თავმჯდომარედ (1999). იგი დამფუძნებელი (2000) და მთ. რედაქტორია სამეცნ. ჟურნალისა „გამოყენებითი მექანიკის პრობლემები" (2003-იდან – საერთაშ. სამეცნ. ჟურნალი „მექანიკის პრობლემები").
თხზ.: ქართულ-ინგლისური და ინგლისურ- ქართული სტანდარტული ტერმინოლოგიური ლექსიკონი მექანიზმებისა და მანქანების მეცნიერებაში, თბ., 2008; Динамика сферических механизмов, М., 1992; Основы теории погрешности и точности шарнирно-рычажных механизмов, Тб., 1999; Динамика шарнирных механизмов с упругими звеньями, Тб., 2010.