დავითაშვილი მიხეილ ილიას ძე, XVIII ს. I ნახ. მოღვაწე. ნიკოლოზ ბატონიშვილის (იხ. ერეკლე I ) ამალაში მყოფ დავითაშვილთა შთამომავალი, ალექსანდრე არჩილის ძის ცოლისძმა. განათლება მიიღო მოსკოვში. დაეუფლა სამხ. საქმეს. მოსკოველ ქართველთა რაზმთან ერთად მონაწილეობდა რუს. ჯარის კასპიისპირეთის ლაშქრობაში (1722). პეტერბურგში პირველი ჩასვლის დროს (1725) ეახლა ვახტანგ VI-ს. დ-მა მეფე ბაქარის წინადადებით თარგმნა „ვაკაფა" – რუს.-ქართ. სასაუბრო. იმავე 1725 მან რუს. და უცხოური ლიტ-რის საფუძველზე შეადგინა მეორე სასწავლო წიგნი – „მცირე რამ გამოკრებილი ანგარიშის ცოდნისა", რ-იც გაასწორა და განავრცო ვახტანგ VI-მ. ეს იყო ქართ. ენაზე შედგენილი ევროპული ტიპის სახელმძღვანელო მათემატიკაში (პრაქტ. არითმეტიკაში). მოღწეულია დ-ის რამდენიმე ხელნაწერი (დაცულია თბილისში, საქ. მეცნ. აკად. ხელნაწერთა ეკონ. ცენტრის ფონდი შ–167, ფონდი H–2204: სანქტ- პეტერბურგში, სალტიკოვ- შჩედრინის სახ. სახელმწ. საჯარო ბ-კის იოანე ბატონიშვილის პირველი კოლექცია, ხელნაწ. № 313).
დაკრძალულია მოსკოვში, დონის მონასტერში.
ლიტ. : ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., ქართველი მეომრები კასპიისპირეთის ლაშქრობაში, კრ.: საქართველოს, კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლე- თის ისტორიის საკითხები, თბ., 1968; ჩ ა გ უ ნ ა ვ ა რ., ვახტანგ ბაგრატიონის საბუნებისმეტყველო სამეცნიერო მოღვაწეობა, თბ., 1986; ც ხ ა კ ა ი ა დ., მათემატიკის ისტორია XVII საუკუნიდან XIX საუკუნის მეორე ნახევრამდე, თბ., 1965.
ფ. სიხარულიძე