დავითაშვილი ზურაბ ვახტანგის ძე (დ. 24. VII. 1953, თელავი), პოლიტოლოგი, გეოგრაფი. პოლიტ. მეცნიერებათა დოქტორი (2003), პროფესორი (2004). დაამთავრა თსუ-ის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკ-ტი სოც.-ეკონ. გეოგრაფიის სპეციალობით (1976). სხვადასხვა პერიოდში სწავლობდა და მოღვაწეობდა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის, რაბატის (მაროკო), ჯონზ ჰოპკინზის და ტაფტის (აშშ) უნ-ტებში. 1979- იდან მუშაობს თსუ-ში. იყო საერთაშ. ურთიერთობების კათედრის გამგე (1996–2005). 2005-იდან არის სოც.-პოლიტ. მეცნიერებათა ფაკ-ტის საერთაშ. ურთიერთობების მიმართულების ხელმძღვანელი და უნ-ტის აკადემიური საბჭოს წევრი. 1987–2004 პარალელურად მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. ეროვნ. ურთიერთობების კვლევების ცენტრის ეთნოსოციოლოგიის განყ-ბის გამგედ (1991–96) და პოლიტოლოგიის ინ-ტის გეოპოლიტიკის განყ-ბის ხელმძღვანელად (2000–04). იყო საქართვ. პარლამენტის წევრი (2004–08).
დ-ის შრომები ეხება საერთაშ. ურთიერთობების თეორიის, გეოპოლიტიკის, გლობალიზაციის, ნაციონალიზმის, ეთნ. გეოგრაფიისა და ეთნოსოციოლოგიის პრობლემებს. არის რამდენიმე საუნივერსიტეტო და სასკოლო სახელმძღვანელოს ავტორი.