დავითაია პაატა ოთარის ძე (დ. 16. II. 1974, გულრიფში), იუსტიციის გენერალ-მაიორი (2003), იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი (2006). 1994 დაამთავრა თსუ-ის სოხუმის ფილიალის სამართალმცოდნეობის ფაკ-ტი, იყო აფხაზეთის ავტონ. რესპ. უმაღლესი საბჭოს მთ. სახელმწ. მრჩეველი (1996–2001), საქართვ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავ-რის მოადგილის თანაშემწე, აპარატის უფროსი (2001– 02), აფხაზეთის ავტონ. რესპ. იუსტიციის მინისტრი (2002–03), აფხაზეთის ავტონ. რესპ. მინისტრთა საბჭოს თავ-რის მოადგილე და I მოადგილე (2003–04). 2008 წ. 26 დეკემბრიდან არის საქართვ. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე.