დავითაია ვასილ ვალერიანის ძე (დ. 2. VIII. 1951, სოფ. ჭალადიდი, ფოთის მახლობლად), პოლიციის გენერალ-მაიორი (1999). 1973 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი, 1990 – ისტ.-იურიდ. ფაკ-ტი. 1973 შრომითი საქმიანობა დაიწყო ეკონომისტად. 1979–93 მუშაობდა აფხაზეთის არ შინაგან საქმეთა ორგანოებში ხელმძღვ. თანამდებობებზე. 1993–94 იყო საქართვ. შს სამინისტროს ეკონ. დანაშაულის წინააღმდეგ მებრძოლი სამმართველოს განყ-ბის უფროსი, 1994–95 – ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, შემდეგ – სამმართველოს უფროსი, 1995–97 – საქართვ. შს სამინისტროს ზურგის მთ. სამმართველოს უფროსი, 1997–2002 – საქართვ. შს სამინისტროს მატერ.-ტექ. და ფინანს. უზრუნველყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარე. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით (1997).
ლ. დოლიძე