დავითაია დავით შოთას ძე (დ. 11. VIII. 1938, სენაკი), სპორტსმენი (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1990), საქართვ. ნაკრების (1976–86), ჭაბუკთა და ახალგაზრდული გუნდების (1986–92) მთავარი მწვრთნელი, სსრკ ნაკრების მწვრთნელი (1976–86), საქართვ. მრავალგზის ჩემპიონი. იტალიის, რუმინეთის, თბილისის საერთაშ. ტურნირების გამარჯვებული. ღირსების ორდენის კავალერი. მისი აღზრდილები არიან ი. ბერიშვილი, გ. წურწუმია, ბ. ხასაია.