დგებუაძე ორდე სოლომონის ძე

დგებუაძე ორდე სოლომონის ძე [5 (18). IX. 1905, სოფ. ანაკლია, ახლანდ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, – 22. XI. 1963, თბილისი], მწერალი. დაამთავრა პროლეტკულტის კინოსტუდია. ლიტ. მოღვაწეობა დაიწყო 1938-იდან. მისი ნაწარმოებები უმთავრესად დეტექტიური ჟანრისაა. მათგან აღსანიშნავია მოთხრობების კრებულები: „დამნაშავენი" (1945), „უცნობი მეგობარი" (1955), „მოთხრობები" (1974), ორი ვრცელი მოთხრობა – „მეორედ დაბადება" (1954) და „განთიადის დედოფალი" (1962); რომანი „ჩაძირული თოლია" (1964). მასვე ეკუთვნის კინოსცენარი ფილმისა „მე ვიტყვი სიმართლეს" (1957, ლ. ხოტივარის თანაავტორობით). დაკრძალულია მწერალთა და საზ. მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.